ნოდარ იკაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2018 წლის 22 იანვრიდან, თავდაპირველად ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2 ივლისიდან თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ვაკანზიაზე. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოოციაციის წევრია და პერიოდულად ესწრება, როგორც ადვოკატთა ასოციაციის, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს.
ნოდარ იკაშვილი, 2010-2014 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 2014-2016 წლებში კი – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, 2015-2016 წლებში გადიოდა სტაჟირებას საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, 2017 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იურისტის პოზიციაზე. გავლილი აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.